მე მეგონა, რომ უმდიდრესი ადამიანი ვიყავი, რაკი ისეთი ყვავილი მქონდა, რომლის მაგვარი მეორე არ მოიძებნება ქვეყნად. მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ვარდის პატრონი ვყოფილვარ. ჩვეულებრივი ვარდის და სამი ვულკანისა, რომლებიც მხოლოდ მუხლამდე მწვდებიან და რომელთაგან ერთი იქნებ სამუდამოდაა ჩამქრალი... ამ სამფლობელოს პატრონს დიდი უფლისწული არ მეთქმის...

Related Quotes

ნის იგისთან უნდა.
იგის სხეულში ნი გულაღმა დაწვა და თვალები მილულა.
- კარგი, - თქვა იგიმ, - დაწვეს ნი.
- არა, - თქვა ნიმ და სახეში შეხედა იგის. ნის თვალებიდან უცნობი სხივები იფრქვეოდა. - ნის არ უნდა იგისტან დაწოლა.
იგის გაუკვირდა.
- აბა, რა უნდა ნის?
- ნის იგის გვერდით ყოფნა უნდა. ნის უნდა, რომ იგის გვერდით იჯდეს ხის ძირას!!!
Jemal Karchkhadze
იგი